,,შეიძლება არც იყოს ცუდი და ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი” – კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძე ამბობს, კომისიის შექმნით დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.

“სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამაზე ვისმჯელებთ, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი პოზიციაა შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. არის დრო თებერვლამდეა, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას”  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები