ამერიკამ 12-15 წლის ბავშვებში „ბუსტერ“ დოზების რეკომენდაცია გასცა – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური საშუალება „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაა.

საქართველოს მოსახლეობის მილიონ ასი ათასმა ადამიანმა, იმისათვის, რომ თავი ეფექტურად დაიცვას „ომიკრონისშტამისაგან, საჭიროა „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ეს დაგვიცავს ვირუსის მძიმე შედეგებისაგან და ამავე დროს, ინფიცირებისაგან. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე ეფექტურ საშუალებად „ბუსტერ“ დოზას განიხილავს. სწორედ ამიტომ, ამერიკამ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში, არათუ ვაქცინაცია, არამედ „ბუსტერ“ დოზების გაკეთების რეკომენდაციაც გასცა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, „ომიკორნის“ შტამის გამოჩენა კორონა ვირუსის დასრულებად არ უნდა ჩავთვალოთ, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც საფრანგეთში 6 დღის წინ ახალი შტამი გამოჩნდა.

მსგავსი თემები