გახარიას გუნდის წევრები სააკაშვილის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარს არ უჭერენ

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინიციატივას პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს არ  დაუჭერენ. აღნიშნული ინფორმაცია  ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განუცხადა.

“საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ პირობებში არასწორია. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, ხაზს ვუსვამ, ეს ის ინსპექტორის სამსახურია, რომლის გაუქმებაზე “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას იღებდა, “ნაციონალური მოძრაობა” სხდომათა დარბაზში არც კი გამოცხადდა. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ასულდგმულებს”,  – განაცხადა ბუჩუკურმა.

 

მსგავსი თემები