მსოფლიოში ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდა – ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

ომიკრინიკორონავირუსის ბოლო შტამი არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღის უკან, საფრანგეთში ვირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდა.

„საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის ვირუსს 42 ახალი მუტაცია აღენიშნება, აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში, რაც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე“, – აღნიშნული განცხადება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

პროფესორის ინფორმაციით, ახალი შტამი 6 დღის წინ გამოჩნდა საფრანგეთში და ის კამერუნიდან ჩასულ ადამიანს დაუდასტურდა.

„ჯერჯერობით ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესახებ, არ გვაქვს. განიხილება თუ არა ამ მუტაცია „შეშფოთების მუტაციების“ კატეგორიად ჯერ უცნობია. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მუტაციის სწორად შეფასება ანუ გადაწყვეტა, თუ რამდენად სწრაფადაა გადამდები აღნიშნული შტამი, რამდენად მძიმე იქნება ის და იქნება თუ არა ვაქცინაცია ეფექტური მის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, ახალი მუტაცია უფრო მძიმე შედეგების მომტანი იყოს, ვიდრე „დელტა“ შტამი.

მსგავსი თემები