ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა

ისრაელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 პილოტი დაიღუპა, ასევე დაშავებულია ეკიპაჟის ერთი წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი სავარჯიშო წრთვნის დროს ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ჯგუფები, მათ შორის ისრაელის სპეციალური ძალების წყალქვეშა მისიების განყოფილება. თუმცა, მათ გარდაცვლილების გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე დაწყებულია გამოძება. აღნიშნულის გამო სასწავლო ფრენები დროებით გადაიდო.

 

მსგავსი თემები