გორში ყოფილმა სამხედროებმა ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

გორში ყოფილმა სამხედროებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ 24 დღის წინ გატაცებული  თანამებრძოლის, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.

როგორც ისინი აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათ  ლილუაშვილის უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვდა.

ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არ იქნება.

მსგავსი თემები