ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური იქნება

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამშრმლებს ახალი მარჯვენა ხელი, ილია ღუდუშაური,  წარუდგინა.

უწყების ცნობით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. ასევე 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი. მან მოადგილის პოსტზე გიორგი წოწკოლაური ჩაანაცვლა, რომელიც 2018 წლიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

მსგავსი თემები