,,მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა” – ექიმი

მეუფე სტეფანეს ექიმის ინფორმაციით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კონტაქტური და ადეკვატურია.

როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტი კლინიკაში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით შეიყვანეს.

„ჩატარებული კვლევებით აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა, ჩაუტარდა სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება. მას ჰქონდა სისხლის დანაკარგი, ასევე შევსებული არის სისხლის კომპონენტებით ეს დანაკარგი. დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, კონტაქტური და ადეკვატურია”, – განაცხადა ექიმმა.

მსგავსი თემები