“გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი და ეს არის ყველაზე ცუდი” – პაატა ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარში”

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” კორონავირუსის ახალ – “ომიკრონის” შტამზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მოსალოდნელია ჰოსპიტალური სექტორის გადაიტვირთვა.

“შეიძლება ვამბობთ,  რომ “ომიკრონი” ძალიან მარტივად მიმდინარეობს, უფრო ნაკლებად არის ის გართულებები, რაც ადრე გვქონდა, მაგრამ, რიცხვი როცა იზრდება, ეს იწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას. ეს არის ყველაზე ცუდი. რა თქმა უნდა, რისკ ფატორები დიდია იმ ადამიანებში, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აქვთ, ეს იქნება დიაბეტი, ჰიპერტონია თუ სხვა.” – განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შესასებთ, ორსულებშიც ვირუსი ისევე მიმდინარეობს, როგორც სხვა პაციენტებში.

“ორსულებში არაფერი შეცვლილა, იგივეა ყველაფერი როგორიც იყო აქამდე.  ახალს აქ ვერაფერს ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაცია. ორსულებში აცრილების რაოდენობა იზრდება, ხოლო ორსულებსა და მოზარდებში დადასტურებული “ომიკრონის” სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს.  ორსულებში ვირუსი გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს ვიდრე ჩვენ აქამდე გვქონდა, თუმცა ეს არ არის დასამშვიდებელი, კარგად უნდა გავიგოთ ის, რომ არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონ აქვთ სომატური დაავადებები, მაგრამ საერთო პოპილაციაში ეს უფრო მარტივად მიმდინარეობს.” – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები