რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

რუსთავში, ქარხანა “რუსელოისში” კაცი გარდაიცვალა.​ შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს დაფიქსირდა.

გარდაცვლილი დაახლოებით 44 წლის გახლდათ, ის სილიკონ-მარგანეცის ქარხანის თანამშრომელი იყო. გავცელებული ინფორმაციით მას ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და შიგნით ჩავარდა.

რეზერვუარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოახერხეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები