მიტროპოლიტი სტეფანე კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საავადმყოფოში მოათავსეს. საპატრიარქოში უარყოფენ, რომ სასულიერო პირი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

„დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება… მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ. ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მსგავსი თემები