ინფიცირების საერთო რაოდენობა 936 844-ია

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 234 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 553 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.14%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  936 844-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.55% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.58%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 553 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 896 868.

მსგავსი თემები