პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14 ნოემბერს გამოცემული განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, შესაბამისად მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, დებატების პროგრამებისა და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განაგრძობს 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგს და საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ  „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

მსგავსი თემები