მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის შემდეგ, მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ საკაშვილმა, მის თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან კარვებში შიმშილობდნენ, ულტიმატუმი წაუყენა.

კერძოდ, თუ ისინი შიმშილობას რა შეწყვეტდნენ, პროტესტის ამ ფორმას თავადაც მიმართავდა და შიმშილობას დაიწყებდა.

როგორც ნიკანორ მელიამ განაცხადა, ამის გამო, მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

”მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს.  ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი თემები