რამდენიმე მოშიმშილე გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

მოშიმშილეები, რომლებიც გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს, თავს კარგად გრძნობენ და ისევ შიმშილობას აგრძელებენ. როგორც ანზორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფარქტი გამოირიცხა.

„ვალდებული ვარ ნიკას გვერდით დავდგე. მოშიმშილეები  ვაჟკაცურად იტანენ ყველაფერს, ამიტომ ვალდებული ვარ, მეც მათ გვერდით ვიდგე, ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე. მადლობა ღმერთს,  სერიოზული არაფერი ჰქონდათ. ჩემთანაც იყო გადმოყვანილი რამდენიმე გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, ორი გავწერეთ. როგორც კი ინფარქტის მარკერი ჩავუტარეთ და უარყოფითი იყო, ისევ აქ გამოიქცნენ“, – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პოლიტიკური ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.

 

მსგავსი თემები