,,მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულების დროს” – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულადაა, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, რუსთავის ციხეში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს.

“მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს და სუსტად არის ბუნებრივია. ამასთან, ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზე, რომ მასთან პირად ექიმს არ ეძლევა დაშვების საშუალება.” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები