ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა.

ასევევ  2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი ზრდა 10.7%-ია.

როგორც საქსტატი იუწყება, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მაგრამ კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

მსგავსი თემები