ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საახალწლო საჩუქრები რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს.
სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ შეძენილი სურსათ-სანოვაგე, ტკბილეული და სათბობი შეშა ბაღდადში, ზესტაფონში, ვანში, საჩხერეში, ხონში, ჭიათურაში, თერჯოლაში, ტყიბულსა და ხარაგაულში მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს.