,,ეტლში ჩასვეს, საძილე საშუალებები მისცეს და ისე გადაიყვანეს” – ნიკა გვარამია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია, აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მესამე პრეზიდენტის გადაყვანის დროს ფიზიკური ძალადობა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, სააკაშვილს ეტაპირებისთვის ბევრმა ადამიანმა მიაკითხა და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ ჰქონდა.

“მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრულებული, როგორც ჩანს საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ მივხვდი, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო, ამიტომ არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა”, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები