9 საათიანი დუმილის შემდეგ პენიტენციურმა მიხეილ სააკაშილის გატაცებაზე დუმილი დაარღვია

პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია. როგორც დაწესებულება იუწყება, სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა “კანონმდებლობის სრული დაცვით” მოხდა.

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადეს პენიტენციურში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიტაცეს და რუსთავის ციხეში მოათავსეს, ისე რომ მის ადვოკატებს ამის შესახებ არაფერი სცოდნიათ.

მსგავსი თემები