ვირუსით 2 097 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 39 036 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 097 ახალი შემთვევა. გამოჯანმრთელდა 2 331   პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეადგენს  932 641-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.15%.

მსგავსი თემები