მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს

წუხელ, გვიან ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მესამე პrეზიდენტის ეტაპირებამდე კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და რუსთავის ციხის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს.

გვიან, ადგილზე მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მისი ადვოკატები.

მიხეილ სააკაშვილს ეტაპირებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება.

მსგავსი თემები