„ეს ყველაფერი ვიდეოდან გავიგე“ – სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე 

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, გადაცემა „დროებაში“, მიხეილ სააკაშვილზე და მის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც სანდრა რულოვსი ამბობს, მის ყოფილ მეუღლესა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო.

„ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა იმას არ ნიშნავდა ეს ფაქტი, რომ ჩვენ ცუდი უერთიერთობა გვქონდა. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. მე და მიხეილს შორის წარუშლელი კავშირია. ის კი რაც ვიდეოდან გავიგე რეალობაა და ამასთან შეგუება მომიწია. თუმცა რაც იქამდე იყო, დიდებულად მახსენდება. ჩვენი წყვილი საქართველოს პოზიტიურ პერიოდთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით.“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მსგავსი თემები