ჟინვალში ავარიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ჟინვალში მომხდარი ტრაგიკული ავარიას, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი შეეწირა. გარდაცვლილი ერთ-ერთი დაშავებული მგზავრია რომელიც კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.

ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეებიც არიან.

არსებული ინფორმაციით ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა. ამ წუთებში დაშავებულები ადგილობრივი კლინიკებიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ, ფაქტზე დაწყებულია გამოძება.

მსგავსი თემები