ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ არჩევნების II ტურში რაიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლის დახმარებას გეგმავს

სახალხო ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ რაიონებში რეგისტრირებულ და თბილისში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას გეგმავს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ორგანიზაციაში განუცხადეს, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა წუხილი, რომ მეორე ტურში ისევ რაიონებში წასვლას ვერ ახერხებენ. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია თავის ოფისში იწვევს ასეთ ადამიანებს.

„ფაქტია, რომ თბილისში უამრავი ადამიანია ჩამოსული რეგიონებიდან, და რადგან, უმეტესად, თვითდასაქმებულები არიან, ბუნებრივია, შეიძლება ყველა ვერ ახერხებს, კიდევ ერთხელ ჩავიდეს რეგიონში არჩევენების მეორე ტურში ხმის მისაცემად.მოძრაობა “არა ნაციზმს” აღმოუჩენს მათ საჭირო დახმარებას“- აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით,დაინტერესებული პირები უნდა მივიდნენ ოფისში, რუსთაველის გამზირის N34-ში, კაფე „პროსპეროსთან“,  ეზოდან მეორე სართულზე. ტელ: 599858988

მსგავსი თემები