როგორ ამოვიცნოთ ყალბი კუპიურები – თბილისში ყალბი 100 ლარიანები ვრცელდება

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საახალწლო სოფლებში (მაღაზიებში) ბევრი გამყიდველი გახდა ყალბი კუპიურების მსხვერპლი.

გამომდინარე აქედან, გთავაზობთ “საქართველოს ეროვნული ბანკის” ინსტრუქციას, თუ როგორ შევძლოთ ნამდვილი და ყალბი კუპიურის გარჩევა:

5 ლარიანი, ძირითადი ფერი – ყავისფერი

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით “ივანე ჯავახიშვილი 1876–1940”; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა;  ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ხუთი ლარი”, “FIVE LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2017“, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) ნახატი “კალო”; ფრაგმენტი ფიროსმანის ნაწარმოებიდან “მეთევზე წითელ პერანგში”; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ხუთი ლარი”.

10 ლარიანი, ძირითადი ფერი – ცისფერი

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით “აკაკი წერეთელი 1840 – 1915”; ნაწყვეტი აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსიდან “გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ათი ლარი”, “TEN LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2019”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ტილო “იმერეთი – დედაჩემი”; საქართველოს სახელმწიფო გერბი. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ათი ლარი”.

20 ლარიანი, ძირითადი ფერი – მეწამული

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით “ილია ჭავჭავაძე 1837 – 1907”; გაზეთ “ივერია” – ს გამომცემლობა; ილიას მიერ გამოცემული ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, გაზეთი “ივერია”, ილიას ხელმოწერა და მისი პირადი ნივთები  –  ლუპა, საათი, კალამი და სამელნე; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ოცი ლარი“, “TWENTY LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი  –  “2016”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – ძველი თბილისის პანორამა; ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შესრულებული XVIII საუკუნის თბილისის გეგმა; დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ოცი ლარი”.

50 ლარიანი, ძირითადი ფერი – მწვანე

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – ქართველი მეფის თამარის პორტრეტი წარწერით “თამარ მეფე XII ს.”; XII-XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია; ბარელიეფი XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “რმოცდაათი ლარი”, “FIFTY LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2016”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – XII ს – ის ხელნაწერთა კრებულიდან ზოდიაქოს ნიშნის – მშვილდოსნის მინიატურა და ხელნაწერი; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ორმოცდაათი ლარი”.

100 ლარიანი, ძირითადი ფერი – იისფერი

ბანკნოტის წინა მხარეზე დატანილია – დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტი წარწერით “შოთა რუსთაველი XII ს.”; ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან; პირველნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გვერდი; XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გვერდზე გამოსახული ორნამენტი; ბიბლიური სიუჟეტის VII საუკუნის ბარელიეფი “დანიელი ლომთა ხაროში” მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ასი ლარი”, “ONE HUNDRED LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი – “2016”, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეზე დატანილია – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი; ნაწყვეტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის პარტიტურიდან; საქართველოს სახელმწიფო გერბი; ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი”, “NATIONAL BANK OF GEORGIA”, “ასი ლარი”.

მსგავსი თემები