,,დათქმებს რომ აკეთებენ, მიშა გამოუშვან და შევურიგდებითო, არავის არ სჭირდება ბოროტებასთან შერიგება” – მდინარაძე

,,ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ შერიგების პროცესს ოპონენტების პირობები და ინტერესები აფერხებს.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოზციის ულტიმატები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

“საუბარია ეროვნულ თანხმობაზე, სადაც მოიაზრება ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება საკამათოც კი არ იყოს. შეიძლება იყოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული, ოკუპაციის თემასთან, დე ოკუპაციის მიზნებთან დაკავშირებული და ა.შ. რომელზეც მართლაც შესაძლებელია ეროვნული თანხმობა და ამაზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრეთ. მაგრამ, იქ რაღაც დათქმებს რომ აკეთებენ, მიშა გამოუშვან და შევურიგდებითო, არავის არ სჭირდება ბოროტებასთან შერიგება და ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ. მათ ულტიმატუმებს არ გავხდით შერიგების ან შეთანხმების სასპეკულაციოდ,“ –  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები