მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ამავე ჰოსპიტალში მოათავსეს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი  ნინო გოგორიშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ექიმს გულის პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნინო გოგორიშვილთან დაკავშირებით გაუგებრობა 2 დღის უკან შეიქმნა, როცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჰოსპიტლიდან ოქმი გამოიტანა, რომელსაც გოგორიშვილი აწერდა ხელს.

ოქმის მიხედვით, გოგორიშვილი სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნას უჭერდა მხარს. მეორე დრეს კი საგანგებო განცხადება, ნინო გოგორიშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ გოგორიშვილი შეცდომაში შეიყვანეს და რაც გვარამიამ გაავრცელა. ნაწილობრივ სიცრუე იყო.

როგორც ჰოსპიტლის დირექტორმა აღნიშნა, თავად გოგორიშვილი ფსიქოლოგიურად მძიმედ იყო და საუბარი არ შეეძლო.

მსგავსი თემები