დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი სახელმწიფო სამსახურის გაუქმებას?!

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ბოლო რამდენიმე დღეა ხმაურისა და დაპირისპირების თემაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ შეშფოთებას გამოხატავენ ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტს მოუწოდებენ, გადაწყვეტილება უკან წაიღონ.

სამსახურის გაუქმებას მხარს არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უჭერს. პარალელურად, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიასთან კომენტერი გააკეთა და ანიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

„ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ვინც ამაზე გააკეთა კომენტარი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინასწარ შეუძლებელია იცოდეს. რით დაასაბუთა მისი ეს მოლოდინი? რაიმე იცის, სამართლებრივად არის პრობლემა? ვეტოს პრინციპი შემდეგია – როდესაც ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, რომელიმე კანონპროექტს, უნდა წარმოადგინოს ალტერნატივად საკუთარი ვარიანტი“- განცხადა მდინარაძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები