რა ნიშნულს მიაღწია სემეკის მიერ დარიცხულმა კომპენსაციებმა და გადასახადებზე ჩამოწერილმა თანხებმა?!

მედიაცენტრ მთავარში“ დავით ნარმანიამ სემეკის მიერ, 2021 წელს ჩატარებული პროექტები შეაფასა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით გატარებულ სამუშაოებზე და კონკრეტული ციფრებიც წარმოგვიდგინა.

“2021 წელს სემეკის მიერ, კომპენსაციების სახით, სულ 294 175 ლარი დაირიცხა. აქედან ელექტროენერგეტიკას 152 190 ლარი მიენიჭა, ბუნებრივ აირს 31 545, წყალმომარაგებას კი 110 440 . ამასთანავე, 2021 წელს გადასახადებზე ჩამოწერილი თანხის რაოდენობამ 3 559 459 ლარი შეადგინა. ელექტროენერგეტიკას 2 475 690 ლარი ჩამოეწერა, ბუნებრივ აირს 388 139 ლარი, წყალმომარაგებას 564 497 ლარი, ხოლო ხანდაზმულთა დავალიანება 131 133 ლარს შეადგენდა, რომელიც სრულად ჩამოიწერა სემეკის მიერ,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები