„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია“ – დავით ნარმანიას ანგარიში „მედიაცენტრ მთავარში“

დავით ნარმანიამ სემეკის 2021 წლის საქმიანობა  „მედიაცენტრ მთავარში“ შეაჯამა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფების მატება არ იგეგემება.

მან დადებითად შეაფასა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლებმაც მომხმარებლებს კომუნალური სერვისის მიღება გაუმარტივა.

„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას  ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკიდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები