ჰონგ-კონგის პოლიციამ ადგილობრივი მედია დაარბია

ჰონგ-კონგიში პოლიცია დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებგვერდის Stand News-ის ოფისში შეიჭრა და 6 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან მედიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, პოლიციას საბაბდ მედიის მხრიდან პუბლიკაციების გამოქვეყნება ჰქონდა.

ოფისის დასარბევად 200-ზე მეტი პოლიციელი იყო გაგზავნილი, სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ მიდინარეობს. როგორც პოლიცია აცხადებს, მათ ყველანაირი უფლება გააჩნიათ, რომ “გამოიძიონ და ამოიღონ შესაბამისი ჟურნალისტური მასალები”.

შეგახსენებთ, Stand News მეორე მედია გახდა, რომელიც ხელისუფლების სამიზნე გახდა Apple Daily-ის შემდეგ, რომელიც ივნისში დაიხურა.

მსგავსი თემები