თინა ბოკუჩავას სააკაშვილის წერილის წაკითხვისას ,,ოცნების” დეპუტატებმა მიკროფონი გაუთიშეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელზეც დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკითხს განიხილავდნენ, “ოცნების” წევრებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, თუმცა ამან დეპუტატები გააღიზიანა, რის შედეგადაც მას მიკროფონი გამოურთეს.

შეგახსენებთ, დღეს, 27 დეკემბერს, ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

როგორც ირკვევა, “ოცნება” აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

 

 

მსგავსი თემები