„ნიკა გვარამიამ შემიყვანა შეცდომაში“ – გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, რამდენიმე წუთის წინ ჰოსპიტლის დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გამოვიდა. როგორც ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ განმარტა, მის გვერდით მდგომი მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში იყო ამიტომ, მის ნაცვლად, თავად წაიკითხა წერილი, რომელიც გოგორიშვილს უნდა ეთქვა.

„მოგახსენებთ, რომ დრეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნ. გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორ ექიმის დისკრედიტაციას“, – წერს გოგორიშვილი, რომელმაც მედიასთან ა თემაზე არ ისაუბრა მის ნაცვლად, მისი გზავნილები ჰოსპიტლის დირექტორმა წაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, მედიას დასკვნა გააცნო, რომელსაც გოგორიშვილი აწერს ხელს.

მსგავსი თემები