მომავალ წელს ზრდასრულთა 70% აცრილი უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტის  ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2022 წელს, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენ, სამწუხაროდ, წელს დასახული გეგმა ვერ შევასრულეთ. ახლა ხდება ახლა იწერება გეგმის განახლება, რომლის მიხედვითაც ახალი სამიზნე იქნება ივლისისთვის  70%-ზე ასვლა. ყველაზე მთავარია, 60 წლის ზემოთ გვქონდეს 90%-იანი მოცვა, შემდეგ 50-დან 60-მდე 80%-იანი და შემდგომ უფრო დაბალი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი თემები