თუ მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობაზე გადავა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც მინისტრი განმარტავს, თუ ის შიმშილობას ისევ დაიწყებს, სამკურნალოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში დააბრუნებენ.

„ყველა პატიმართან მიმართებაში ასე ხდება, რომ თუ კი შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემა შეიქმნას, არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება. ის გადაგვყავს პატიმარი. სააკაშვილიც, წინა შემთხვევის მსგავსად მე-18 დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. წინა გადაყვანისას საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია გლდანის ჰოსპიტალში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებაში ვრცელდება. კანონის წინაშე გამონაკლისი არ არის“, – აცხადებს მინისტრი.

 

მსგავსი თემები