ვირუსით 2 676 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა  42 772 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 966 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  928 030-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.74% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.02%.

მსგავსი თემები