ირაკლი კობახიძე ფუნდამენტურ საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტულ საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.

მისი თქმით, საკადრო გადახალისება საჭიროა, თუმცა, არა ამ ეტაპზე.
„ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, კადრების გადახალისება გვჭირდება. 2020 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი გვჭირდება მომზადება, რომ არცევნებზე სათანადო სიით წარვსდგეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის სხდომაზე.

საკადრო ცვლილებების საჭიროებაზე რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებები საჭიროა. საკადრო ცვლილებების საჭიროებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ხედავენ და იზიარებენ.

 

მსგავსი თემები