„თურქეთიდან აკრძალულია წამლების იმპორტი, დავსვი კითხვა – რატომ? პასუხი არავის აქვს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების იმპორტი, დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები. ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი შეფასებით, ძალიან ბევრი პრეპარატი, რომელიც საქართველოში 10 ლაი ღირს, მეზობელ ქვეყანაში 1-2 ლარი ღირს.

„ძალიან ბევრი დასახელება წამლის, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაშია და მოთხოვნადი წამალია, თუ ჩვენთან ღირს დავუშვათ 10 ლარი, ჩვენს მეზობელ თურქეთში შეიძლება ღირდეს 1-2 ლარი და ეს არის წამლები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია. თურქეთში ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული სფერო, ბიზნესი. უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები