მომავალი წლიდან მომხმარებელს მაღაზიაში 2-3 თეთრს არ დაუბრუნებენ  

მომავალი წლიდან, მომხმარებლებს, პროდუქტების შეძენისას მისი ფასის მიუხედავად, დამრგვალებული თანხის გადახდა მოუწევთ. მართალია, სავაჭრო ცენტრებში 2-3 თეთრს მყიდველს თითქმის არ უბრუნებდნენ, თუმცა, ახალი ინიციატივით, აღნიშნული პრაქტიკა კანონმდებლობით გამყარდება.

აღნიშნულ ცვლილებებს „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ვკითხულობთ, რომელიც  2019 წლის პირველი იანვრიდან  უნდა ამოქმედდეს. ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, თუ მომხმარებელს  ხურდას 2-3 თუ 4 თეთრი ეკუთვნოდა  ანუ,  არასრული 5 თეთრი, ის ამ თეთრებს ვერ მოითხოვს და რომც მოითხოვოს, ვერ მიიღებს.

კერძოდ, თუ პროდუქტი ფასი 4,98 ლარია, მომხმარებელმა 5 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო თუ რამდენიმე პროდუქტს ერთად შეიძენს, მათი ფასი დაჯამდება და დამრგვალებული ფასის გადახდა მოუწევს.

ცვლილება ეროვნული ბანკის ინიციატივით მომზადდა და ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო.

მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტებს პროდუქტებზე ფასის დადება ჩვეულებრივად შეეძლებათ, მომხმარებელი კი დამრგვალებულ ფასს მხოლოდ სალაროსთან გადაიხდის.

არ არის გამორიცხული, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტმა არ გაიზიაროს.

მსგავსი თემები