ტყიბულში, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი. საწარმოში, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება,

პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს. საწარმოს გახსნის შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა კომპანიის მენეჯმენტთან გამართა, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც როგორც ქართულ, ისევე ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მისცა.

ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს საექსპორტო პოტენციალს და ჩინეთის საერთაშორისო იმორტის ფორუმს, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელ საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, ხელი საქართველოს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის” გენნერალურმა ადირქტორმა სია ტუძიემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრად იგანვითარების მინისტრი გიორგიქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

მსგავსი თემები