140 ლარს ურიცხავენ ხალხს საავადმყოფომდე მისასვლელად – მიმართვა “ქართულ ოცნებას” 

ინტერნეტმომხმარებელი ნანა პეტრიაშვილი მმართველ პარტია “ქართულ ოცნების” წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, ხალხს გააგებინონ ყველა იმ სიკეთის შესახებ, რაც მოსახლეობამ 2012 წლის შემდეგ, არსებული ხელისუფლების პირობებში მიიღო. რეგიონებში აწარმოონ ჯანსაღი საარჩევნო აგიტაცია.

“ვიმყოფები გურიაში, კერძოდ ლანჩხუთის რაიონში, მეზობელი ჩართულია დიალიზის პროგრამაში, რა თქმა უნდა ჩვენი ჯანდაცვის წყალობით უფასოდ, ასევე, ამ ადამიანს აძლევენ გზის ფულს, რომ შეძლოს სიარული საავადმყოფოში, ქობულეთში. წარმოგიდგენიათ 140 ლარს ურიცხავენ ყოველ თვეში, ყველას ურიცხავენ, მანძილის მიხედვით ქობულეთამდე. გააგებინეთ ხალხს რას აკეთებთ, რაღაცა გააპიარეთ. მიშას დროს ეს რომ გაეკეთებინათ, 100 კაცი მიაკითხავდა, – ამდენს გიკეთებთ და ხმა მოგვეცითო! ამათთან არავინაც არ მისულა, არც არავისთან, აქ საოცრებები ხდება, ამაზე არჩევნების შემდეგ, არავითარი საარჩევნო აგიტაცია, არავითარი მობილიზაცია. მივმართავ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, თქვენზე ამბობენ არაფერს აკეთებენო, იმდენი იძახა “რუსთავი 2″- მა უუნაროები არიანო, რომ ახლა მთელ მოსახლეობას ეს აკერია პირზე, – უუნაროები, არაფრის მაქნისები. იმუშავეთ! მე დავიწყე აქ მუშაობა, შედეგებს მოგახსენებთ”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნანა პეტრიაშვილი.

მსგავსი თემები