კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შემოტანაზე საქართველო მოლაპარაკებებს მართავს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პარალელურად, საქართველოში, დიდი ალბათობით მედიკამენტის შემოვა, რომელიც ვირუსს უკავშირდება. ამ ეტაპზე, მოლაპარაკების დეტალებსა და შინაარსზე ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგანაც ეს საკითხი კონფიდენციალურია.

ის, რომ მოლაპარაკება დაწყებულია, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი აცხადებს რომ  პრეპარატს  ავტორიზაცია უკვე მიღებული აქვს, რაც ყველას წაადგება.

„ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ უკვე მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს, რაც იმედისმომცემია. მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი“ – აცხადებს თამარ გაბუნია.

მსგავსი თემები