„ბუსტერზე“ ვადები შემცირდა

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის  ე.წ. ბუსტერ დოზებზე ვადები შემცირდა. კერძოდ, ორი აცრის შემდეგ, დამატებითი დოზის გაკეთება 3 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე განისაზღვრა, “სინოფარმითა” და “სინოვაკითაცრილები დამატებით დოზას 3 თვის შემდეგ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ დღემდე “ბუსტერ” დოზის გაკეთება “ასტრა ზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინის შემთხვევაში მეორე აცრიდან 5 თვის გასვლის შემდეგ იყო შესაძლებელი. ჩინური  “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი –  3 თვის გასვლის შემდეგ.

იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში “ომიკრონის” გავრცელების გამო მიიღო.

 

მსგავსი თემები