ჩხოროწყუს საკრებულოში მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგა

ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწია და ჩხოროწყუს საკრებულოში, კოალიციის შედეგად, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას გუნდის წევრი აირჩიეს.

საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა, თუმცა, 14 მომხრისა და ერთი გაბათილებული ბიულეტენის წყალობით, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, შოთა წურწუმია გახდა.

არჩევაში მონაწილეობა  საკრებულოს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებს არ მიუღიათ.

აღნიშნულ ქმედებას მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდა, სადაც სოზარ სუბარმა გიორგი გახარია „ნაციონალებთან“ გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

 

 

მსგავსი თემები