საქართველოში „ომიკორნის“ 15 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში „ომიკრონის“ ვირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს  განუცხადა, საეჭვო შემთხვევების ოდენობა 15 ინიცირებული პირია.

“ეპიდემიოლოგიური სურათი საყურადღებო რჩება, თუმცა. ქვეყანაში “ომიკრონის” შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს.  საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც “ომიკრონზეა” საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება “,- განაცხადა გაბუნიამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები