ბათუმის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” დეპუტატები არ მივიდნენ

ბათუმში ახლადმოწვეული საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ “ქართული ოცნების” დეპუტატების გამო ჩაიშალა, ისინი ადგილზე არ გამოცხადნენ. აღნიშნული  სხდომის გამართვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”მოითხოვა.

სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 2 საკითხი იყო გათვალისწინებული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობა.

სხდომას 3 პარტია ესწრებოდა: ,,ლელო”,  პარტია ,,საქართველოსთვის” და ენმ. “ქართული ოცნების” წევრებისთვის კი  მიუღებელი იყო ის საკითხები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შეიყვანა დღის წესრიგში. ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ბათუმში დამტკიცებულია მომავალი წლის ბიუჯეტი და შესაბამისად კრიზისი არ იქნება.

 

მსგავსი თემები