“ომიკრონის” შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება – ივანე ჩხაიძე

ამ დროისთვის საქართველოში “ომიკრონის” შტამით 24 ადამიანია ინფიცირებული. დამატებით იკვლევენ კიდევ 52 ადამიანს.

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ომიკრონის” შემთხვევები ყოველ მეორე დღეს ორმაგდება და თავის დასაცავად მოქალაქეებს ბუსტერის გაკეთებას, ასევე, პირბადის ტარებას ურჩევენ.

“ომიკრონის შემთხვევები ორმაგდება ყოველ მეორე დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს საქართველოში 24 შემთხვევა დაფიქსირდა, მოსალოდნელია, რომ ორი დღის შემდეგ ამ შემთხვევების რაოდენობა 40-დან 50-მდე გაიზარდოს. სამწუხაროდ, აქ არის ასევე რისკი, რომ უფრო მეტი ნაკადი პაციენტების იქნება მიმართული ჰოსპიტალური სექტორისკენ. ბუსტერ დოზა ითვლება ეფექტურ საშუალებად როგორც ინფიცირების, ისე მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით”, – განაცხადა ექიმმა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი თემები