„არც ერთ ქვეყანას შეუძლია, პაციენტების კატასტროფულად დიდი რაოდენობა მიიღოს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ამ რაოდენობის პაციენტების გამკლავება არ შეუძლია არც ერთ ქვეყანას. არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ არის მზად, რომ პაციენტების კატასტროფულად დიდი რაოდენობა მიიღოს“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ მთავართანომიკრონის შტამთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ძირითად სიმპტომებს, ის გაციების მაგვარია და არა გრიპის.

„არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოოდ ვერ შევაფასებთ. ძირითადი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „დელტა“. ხასიათდება გაციების მსგავსი სიმპტომატიკით: ყელის ტკივილი, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ხველა, დაბალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა. არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, არც კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი, არც თავის ძლიერი ტკივილი. არ ფიქსირდება ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შეგრძნება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან.

მისივე შეფასებით, მართალია, მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი, თუმცა, მთავარი პრობლემა მასშტაბებია.

„ყველაზე დიდი საფრთხე მისი გავრცელების მასშტაბებია. სამრეთ აფრიკაში ძირითადად 30-დან 39 წლის ადამიანები იყვნენ დაინფიცირებულები, ევროპის მოსახლეობაში კი რისკი იმისა, 65 წელს გადაცილებულებშიომიკრონმა“ შესაძლო გამოიწვიოს მდგომარების გართულება და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, მაღალია. ეს კი გამოიწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და კოლაფსს, ვინაიდან, ამ რაოდენობის პაციენტების გამკლავება არ შეუძლია არც ერთ ქვეყანას. არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, არ არის მზად, რომ პაციენტების კატასტროფულად დიდი რაოდენობა მიიღოს. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი“ – განაცხადა პროფესორმა მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები