საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა

  •  

მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

ასეთია: სალომე ზურაბიშვილი – 52.3%, გრიგოლ ვაშაძე – 28.1 % დავით ბაქრაძე – 9.2 % ზურაბ ჯაფარიძე – 3.3% შალვა ნათელაშვილი – 3.1% ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია “ფსიქოპროექტმა” ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.

ცნობილია ასევე ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგი. BCG ReaserCh-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე -37%, მეორეზე – სალომე ზურაბიშვილი 34% -ით, მესამეზე კი დავით ბაქრაძე, მას გამოკითხულთა – 17%-მა დაუჭირა მხარი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი – 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 16:00 საათის მონაცემები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე – 40%; სალომე ზურაბიშვილი – 40%; დავით ბაქრაძე – 10%; შალვა ნათელაშვილი – 3%; დავით უსუფაშვილი – 2%; ზურაბ ჯაფარიძე – 2%.

მსგავსი თემები